,,დღევანდელი მომენტის ისტორიული მოთხოვნაა ევროკავშირში უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანება”- დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანდჟეი დუდას განცხადებით, 2025 წელს, პოლონეთის ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის დროს, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, რათა უზრუნველყოს უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანება.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, ევროკავშირის საბჭოში პოლონეთის პრეზიდენტობისას ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება უკრაინის, მოლდოვას, ასევე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გაწევრიანება ევროკავშირში.

„პრემიერ მინისტრმა (მატეუშ მორავიეცკი – რედ.) და მე კარგად ვიცით, რას ნიშნავს დიდი ხნის ლოდინი, რას ნიშნავს იყო თავისუფალი დასავლეთის ნაწილი, რომლის ნაწილიც ჩვენ ვართ პოლიტიკური გაგებით. დღეს, ამ მომენტის ისტორიული მოთხოვნაა ევროკავშირში უკრაინის და მოლდოვის გაწევრიანება “ – განაცხადა დუდამ.

 

მსგავსი თემები