ჰოლანდიაში დააკავეს ოთხი ქართველი, რომლებიც ისრაელში გაფრენას გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებით ცდილობდნენ

ჰოლანდიის აეროპორტში 30 წლამდე ოთხი ქართველი დააკავეს მას შემდეგ, რაც ისინი  ისრაელში გაფრენას გარდაცვლილი ადამიანების მონაცემებით ცდილობდნენ.

რეგისტრაციის დროს მათ, ელექტრონულ ბაზაში ისრაელის პასპორტების მონაცემები შეიყვანეს. გამოძიების დროს დადგინდა, რომ არცერთ მათგანს არ ჰქონდა ისრაელის პასპორტი ან რაიმე სახის ისრაელის სამგზავრო დოკუმენტი.

ისრაელში ჩატარებულმა გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ქართველების მიერ გამოყენებული ოთხი პასპორტის დეტალები ეკუთვნოდა ისრაელის მოქალაქეებს, რომელთაგან ორი ცოცხალი აღარ არის.

მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

მსგავსი თემები