ავტოსაგაზაო შემთხვევა თურქეთში – ქალაქ ბურსაში სტუდენტებით სავსე ავტობუსი ამოტრიალდა. ავარიას 3 ადამიანი ემსხვერპლა, 44 კი დაშავდა.
ბურსას გუბერნატორის განცხადებით, ავარიის დროს ავტობუსში 47 ადამიანი იმყოფებოდა, რომელთა შორის 3 მასწავლებელი, 2 კი მძღოლი იყო.
დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.