ბოლო 5 თვეში ბახმუტში 20 000 რუსი სამხედრო დაიღუპა – თეთრი სახლი

აშშ-ის დაზვერვის შეფასებით, ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, ბახმუტისთვის ბრძოლაში რუსეთის 20 000 სამხედრო დაიღუპა. ამის შესახებ ბრიფინგზე ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

როგორც ჯონ კირბიმ განაცხადა, მათგან ნახევარი „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლი იყო.

„რუსეთმა ამოწურა თავისი სამხედრო მარაგები და შეიარაღებული ძალები. დეკემბრის შემდეგ, ჩვენი შეფასებით, რუსეთმა 100 000 ადამიანი დაკარგა, მათ შორის, 20 000 მოკლულია ბრძოლაში. მათგან დაახლოებით ნახევარი „ვაგნერის“ სამხედროები არიან. ეს ციფრები ნამდვილად გასაოცარია“, – განაცხადა კირბიმ.

მსგავსი თემები