დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის სერჰი ლისაკის ინფორმაციით, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დნეპროპეტროვსკში 25 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვია.
,,მტერი რაკეტებით დაგვესხა თავს. მათგან 7 საჰაერო სარდლობამ ჩამოაგდო, თუმცა არის დარტყმებიც. თავდასხმის შედეგად დაშავდა 25 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვია”, – წერს ლისაკი.
ლისაკმა აღნიშნა, რომ პავლოგრადში სამრეწველო საწარმო დაზიანდა. იქ ხანძარი გაჩნდა, რომელიც მაშველებმა უკვე ჩააქრეს.
საცხოვრებელ ზონაში დაზიანებულია 19 მაღალსართულიანი კორპუსი, 25 კერძო სახლი, 6 სკოლა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, 5 მაღაზია.