,,უბრალოდ შეწყვიტეთ თავის მართლება და აგრესორის წახალისება”- პოდოლიაკი მერკელს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებას ეხმაურება. პოდოლიაკის  თქმით, ყოფილი კანცლერი თავს იმართლებს.

,,ყოფილმა კანცლერმა მერკელმა, რომელმაც მთელი ევროპა რუსეთის ენერგეტიკაზე ტოტალურ დამოკიდებულებაში ჩააყენა, თავს იმართლებს: “მე გავაკეთე ყველაფერი, რომ რუსეთს არ დაეწყო ომი, ამიტომ მივიღე…რუსული იაფი გაზი”. ფანტასტიკურია. ომი არ დაიწყო, ხომ? მერე მერკელი აგრძელებს: “უნდა ვიფიქროთ მოლაპარაკებებზე, ყველა მშვიდობისმყოფელი პუტინივით არ ფიქრობს”.

ერთი კითხვა მაქვს: მოლაპარაკებები რაზე? ისევ იაფ გაზზე რუსეთიდან? ეს აუცილებლად უკრაინის განადგურებული ტერიტორიების და ასობით ათასი უკრაინელის სიცოცხლის ფასად უნდა მოხდეს? და რაც მთავარია, მოლაპარაკებები ვისთან? – ოფიციალურად აღიარებული საერთაშორისო სამხედრო დამნაშავესთან? ნუთუ ომის 430 დღის შემდეგ შეიძლება ასე ძალიან გძულდეს თავისუფლება, ასე აშკარად ვერ იმჩნევდე რუსეთის მასობრივ მკვლელობებს და ასე ღიად ვერ იტანდე უკრაინის უფლებას თავდაცვაზე? თუ არ შეგიძლიათ წარსულის შეცდომების გამოსწორება – უბრალოდ შეწყვიტეთ თავის მართლება და აგრესორის წახალისება”, – წერა პოდოლიაკი.

მსგავსი თემები