ავიაკომპანია Ryanair 220 რეისს აუქმებს – ფრენების გაუქმება დაახლოებით 40 ათას მგზავრს შეეხება

დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი საფრანგეთში ავიადისპეტჩერების გაფიცვის გამო მომავალი შაბათ-კვირისთვის დაგეგმილ 220 რეისს აუქმებს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორის, მაიკლ ო’ლირის განცხადებით, Ryanair-მა  გაფიცვის შესახებ შესაბამისი შეტყობინება საფრანგეთის ხელისუფლებისგან მიიღო.

მას ვითარება სრულიად მიუღებლად” მიიჩნია და ამბობს, რომ სატრანზიტო ფრენები გაფიცვის შემთხვევაში დაცული უნდა იყოს.

ფრენების გაუქმება დაახლოებით 40 ათას მგზავრს შეეხება.

 წყარო – brg.ge

მსგავსი თემები