რუსეთში საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა – რუსი გუბერნატორი უკრაინას ადანაშაულებს

უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის ბრაიანსკის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე ბოგომაზმა განაცხადა, რომ სოფელ სუზემკაში საცხოვრებელი კორპუსის ხანძარი და ნაწილობრივი განადგურება, სავარაუდოდ, უკრაინის შეიარაღებული ძალების დაბომბვის შედეგად იყო გამოწვეული.

,,უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაბომბეს სოფელი სუზემკა, არის ერთი მსხვერპლი. ჭურვის სროლის შედეგად გაჩნდა ხანძარი და ერთი საცხოვრებელი კორპუსი ნაწილობრივ დაზიანდა. ადგილზე ყველა სერვისი მუშაობს“,- დაწერა ბოგომაზიმ ტელეგრმზე.

26-27 აპრილის ღამეს რუსეთის ბრიანსკის ოლქის სოფელ კლიმოვოში ელექტროენერგია გაითიშა, ადგილობრივი ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ ეს უკრაინული ჯარების მხრიდან შეტევა იყო.

მსგავსი თემები