ოკუპირებულ აფხაზეთში 33 წლის კაცის ცხედარი ტყეში მოკლული იპოვეს

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში 2 დღის წინ გატაცებული საქართველოს მოქალაქე, 33 წლის ჯეირან მარღანია მოკლული იპოვეს.

“მთავარი არხის” ინფორმაციით,  ცხედარი გაგრის გზაზე, ცენტრალური გზიდან 50 მეტრში ტყეში, ცეცხლსასროლი იარაღით დაცხრილული იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, 33 წლის კაცი 2 დღის წინ, სავარაუდოდ, “აფხაზურმა დაჯგუფებამ” გაიტაცა. გატაცების დროს კი მას თან ჰქონდა დიდი რაოდენობით თანხა.

გარდაცვლილი სავარაუდოდ, საქართველოს მოქალაქეა.

მსგავსი თემები