,,ბოლომდე ვიცავთ ნებისმიერი ჯგუფის ინტერესს, მაგრამ ეროვნულ იდენტობაზე უარს არ ვამბობთ”- მამუკა მდინარაძე

,,ბოლომდე ვიცავთ ნებისმიერი ჯგუფის ინტერესს მაღალი სტანდარტით, მაგრამ ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე უარს არ ვამბობთ, ამისთვის არავინ არ უნდა იფიქროს, საიდანღაც გარიცხვაზე და სხვა სახის მუქარებზე,”-  ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტის პოლიტიკურო ოჯახიდან შესაძლო გარიცხვის თაობაზე დასმული კითხვას უპასუხა.

„ხაზგასმით ვამბობ, თუ ვიღაცისთვის მიუღებელია, „ქართული ოცნება“ იღებდეს მონაწილეობას კონფერენციაში, სადაც ოჯახის სიწმინდეზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, წარსულის პატივისცემაზე, განვითარებაზე, მომავალზე, რწმენაზე და მის თავისუფლებაზე, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზეა საუბარი და  ამ საკითხებზე ლაპარაკისთვის, ვიღაცამ საიდანღაც უნდა გაგვრიცხოს, შეიძლება, ჩვენ ნებისმიერთან ვილაპარაკოთ ურთიერთობების გადახედვაზე. საქართველოში უნდა გვქონდეს იმის თავი, რომ ამაზე ღიად ვილაპარაკოთ. ყველას, აბსოლუტურად ყველა ჯგუფის უფლებებს ვიცავთ. ყველას უფლებებთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენი გამოკვეთილი, ხისტი, მყარი, მკაფიო პოზიცია. თუ ვიღაცების, რაღაც ჯგუფების პროპაგანდას არ ვეწევით, და, პირიქით, ამის საპირისპიროდ, ერთი მხრივ, ბოლომდე ვიცავთ ნებისმიერი ჯგუფის ინტერესს მაღალი სტანდარტით, მაგრამ ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე უარს არ ვამბობთ, ამისთვის არავინ არ უნდა იფიქროს, საიდანღაც გარიცხვაზე და სხვა სახის მუქარებზე. მათ შორის, ჩემ კოლეგებს მოვუწოდებ, ვიდრე ასეთ განცხადებებს გააკეთებენ, იქამდე იქნებ დაგველაპარაკონ, რაშია საქმე. ისედაც ნათელია ყველაფერი, მაგრამ მაინც სჯობს, ასეთი საკითხები იმ პოლიტიკურ ჯგუფში გაირკვეს, სადაც სხვადასხვა პარტიები შედიან, მათ შორის, „ქართული ოცნებაც“, – განაცხადა მდინარაძე.

მსგავსი თემები