,,რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ თავიანთი კანდიდატების დაყენება”- მამუკა მდინარაძე

,,უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების, ანუ პრაქტიკულად ყველა რომ ჩვენი მომხრეა, მათი რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სოციალურ ქსელში წერს.

მისი განცხადებით, ოპოზიციამ ვერ გაბედა მათი კანდიდატების წინააღმდეგ, თავიანთი კანდიდატების დაყენება.

„რამდენიმე დღის წინ IRI-ს კვლევით „ქართულ ოცნებას“ 19% დაუწერეს. დღეს, მიმდინარე არჩევნებში, სადაც რადიკალურმა ოპოზიციამ ვერ გაბედა ჩვენი კანდიდატების წინააღმდეგ თავიანთი კანდიდატების დაყენება, 15:00 საათის მონაცემებით, ამომრჩევლების აქტივობა 20%-ს გადასცდა. ვიმეორებ, უკონკურენტო არჩევნებში, ამომრჩევლების, ანუ პრაქტიკულად ყველა რომ ჩვენი მომხრეა, მათი რაოდენობა სამი საათისთვის გადასცდა ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 20%-ს! კიდევ ვიმეორებ, იმ უბნებში და ოლქებში, სადაც დღეს არჩევნები ტარდება, ამომრჩეველთა საერთო სიის(!) 20%-ზე მეტი უკვე მივიდა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას კანდიდატები არ ყავს დაყენებული… აი რაია?“ – წერს მამუკა მდინარაძე.

დღეს საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართა.

მსგავსი თემები