,,დედა, რატომ არ ვიზრდებიო? მაშინ შევპირდი გაიზრდები-მეთქი”- აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედა

,,მკითხა, დედა, რატომ არ ვიზრდებიო? მაშინ შევპირდი გაიზრდები-მეთქი, მაშინ შევპირდი, ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი”,- ამის შესახებ  მთავრობის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვის დედამ განაცხადა.

,,მე ზაკოს შევპირდი წლების წინ, როდესაც 8 წლის ასაკში მკითხა, დედა, რატომ არ ვიზრდებიო?, მაშინ შევპირდი გაიზრდები-მეთქი, მაშინ შევპირდი, ყველაფერს გავაკეთებ-მეთქი. მე რომ დღეს წამლის გარეშე მივიდე, ზაკო დაიჯერებს, როგორც პრემიერმა თქვა – იტყუებიანო, რომ მატყუარა დედა ჰყავს. არ ჰყავს ზაკოს მატყუარა დედა, არ არის მისი დედა მარტო,”- განაცხადა ერთ-ერთი ბავშვის დედამ. 

აქონდროპლაზიით დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს, მათ მთავრობის ადმინისტრაციის შენობიდან პარლამენტამდე მსვლელობა გამართეს.

მსგავსი თემები