,,ყველა ტრაგედიით ვცხოვრობ, არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ ომს მიჩვეულები ვართ”,- ამის უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, სკანდინავიურ გამოცემა YLE-თან ინტერვიუში განაცხადა.
ინტერვიუს დროს ზელენსკიმ ასევე ისაუბრა საკუთარ სულიერ მდგომარეობასა და გამძლეობაზე. მისი თქმით, ომში მყოფი ქვეყნის მართვა, მამობასთან დაბალანსების მცდელობა შეუძლებელი ამოცანაა.
“ხალხი ამბობს, რომ მე არ ვარ ცუდი პრეზიდენტი, მაგრამ მე ნამდვილად არ ვარ კარგი მამა ამ მომენტში. ჩემს შვილებს ჩემი ცოლი და ომი ზრდიან”, – განაცხადა ზელენსკიმ.