რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე 190 040 სამხედრო დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე 190 040 სამხედრო დაკარგა.

გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 190 040; ​ტანკი – 3 697; ჯავშანტექნიკა – 7 184; საარტილერიო სისტემა – 2 908; სარაკეტო სისტემა – 543; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 294; თვითმფრინავები – 308; ვერტმფრენი – 294; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 471; საკრუიზო რაკეტები – 932; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 5 836; გემი/ნავი/კატარღა – 18;  სპეციალური აღჭურვილობა – 355.

მსგავსი თემები