,,ტერორის შეჩერება მხოლოდ  იარაღით შეგვიძლია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ტერორის შეჩერება და ადამიანების გადარჩენა მხოლოდ  იარაღით შეგვიძლია,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსული რაკეტების უმეტესი ნაწილის ჩამოაგდეს.

,,დღეს ჩვენმა საჰაერო ძალებმა მოახერხეს რუსული რაკეტების უმეტესი ნაწილის ჩამოგდება – 23-დან 21. ასე რომ არ მომხდარიყო, ტერორისტული სახელმწიფო კიდევ მეტი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავდა. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ტერორის შეჩერება და ადამიანების გადარჩენა მხოლოდ  იარაღით შეგვიძლია. საჰაერო თავდაცვა, თანამედროვე თვითმფრინავი, რომლის გარეშეც არ არსებობს სრულად ეფექტური საჰაერო თავდაცვა,  არტილერია, ჯავშანტექნიკა, ყველაფერი, რაც აუცილებელია ჩვენი ქალაქების, ჩვენი სოფლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მსგავსი თემები