სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება – 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმე

დიდ დიღომში 12 წლის გოგონას გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის პირველადი დასკვნის თანახმად, მოზარდს სხეულზე 40-მდე დაზიანება აღენიშნება.

სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო პირველადი დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც გოგონას გარდაცვალების მიზეზად ასფიქსიაა დასახელებული.

გარდაცვლილს მთელ სხეულზე სისხლნაჟღენთები და ნაჭდევები აღენიშნება, რომელიც  სიცოცხლის დროინდელია და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრეა მიყენებული.

,,დაზიანებები არის მრავლობითი, არის როგორც სახის არეში, ასევე ყურის სხვადასხვა მხარეს, ყელზე არის საკმაოდ დიდი მოცულობის დაზიანება, ასევე ფეხის, ზურგის, თითქმის მთელ სხეულზე არის დაზიანებები. არის როგორც  ჭრილობები, ასევე სისხლნაჟღენთები,”- განუცხადა ადვოკატმა ”ტვ პირველს”.

12 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი შედეგები ცნობილია

მსგავსი თემები