ხურვალეთში ევროკავშირის სადამკვირვებლო ჯგუფი ჩავიდა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, ამ წუთებში, სოფელ ხურვალეთში იმყოფებიან.

როგორც ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიის მონიტორები აცხადებენ, ხურვალეთთან მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა, ოკუპანტების მხრიდან ოკუპაციის მორიგი მცდელობა არ ფიქსირდება.

„ახალი ბორდერიზაციის აქტივობების ნიშნები არ ჩანს. უსაფრთხოების აქტორები ადგილზე არიან, თუმცა ინციდენტები არ ფიქსირდება. ყველა მექანიზმი, მათ შორის ცხელი ხაზი, ამოქმედებულია, რათა კომუნიკაცია უზრუნველყოფილი იყოს“, – აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხურვალეთში ოკუპანტები შეიჭრნენ და ტერტორიის მიტაცების მორიგ მცდელობას აქვს ადგილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ხურვალეთში შესასვლელი ყველა გზა გადაკეტილია, ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც. ინცინდენტს და ოკუპაციის მორიგ მცდელობას არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

მსგავსი თემები