,,მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაციის სავალდებულო ატრიბუტი უნდა იყოს რუსეთის სიძულვილი”- პესკოვი პუტინისთვის მოლდოვაში შესვლის აკრძალვაზე

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა მოლდოვას პრემიერ-მინისტრის, დორინ რესიანის განცხადებაზე, რომ  პუტინს მოლდოვაში შესვლა აეკრძალა. მისი თქმით, მოლდოვა ცდილობს გახდეს არამეგობრული ქვეყანა.

„ცხადია, მოლდოვის ამჟამინდელი ხელმძღვანელობა სწრაფად მიდის იმ ძალიან კარგად ცნობილი რუსოფობიისკენ, რომელიც ჩვენ უკვე ვიცით“, – განაცხადა პესკოვმა.

პესკოვის განცხადებით, კიშინიოვში რატომღაც „ევროპული ინტეგრაციის მისწრაფებას“ რუსოფობიის აყვავებასთან აიგივებენ.

„მათ მიაჩნიათ, რომ ევროინტეგრაციის აბსოლუტურად სავალდებულო ატრიბუტი უნდა იყოს – რუსეთის სიძულვილი და ნებისმიერი პრორუსული გამოვლინება“, – აღნიშნა პესკოვმა.

ვლადიმერ პუტინს მოლდოვაში შესვლა აეკრძალა

მსგავსი თემები