,,გასული ღამე სააკაშვილისთვის ძალიან მძიმე იყო”- გიორგი ჩალაძე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ჩალაძის განცხადებით, გასული ღამე მიხეილ სააკაშვილისთვის ძალიან მძიმე იყო. მისი თქმით, სააკაშვილს მაღალი ტემპერატურა და მაღალი წნევა აღენიშნება.

,,გასული ღამე სააკაშვილისთვის ძალიან მძიმე იყო. მას მაღალი ტემპერატურა და მაღალი წნევა აღენიშნება, ფაქტიურად ვერ მეტყველებს. ასეთი სააკაშვილი არავის ახსოვს. ძალიან კრიტიკულია მისი მდგომარეობა. მას არა თუ გადაადგილება, არამედ მეტყველებაც კი უჭირს”.- განუცხადა გიორგი ჩალაძემ ტვ პირველს.

მსგავსი თემები