თავდასხმა უკრაინის ქალაქ უმანზე – დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ უმანში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩერკასის რეგიონული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მათ შორის ორი 10 წლის ბავშვია. მაშველები ნანგრევების დემონტაჟს აგრძელებენ.

შეგახსენებთ, რუსეთმა უკრაინის ქალაქ უმანზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც 9-სართულიანი საცხოვრებელი სახლის ნაწილი განადგურდა.

მსგავსი თემები