„რა რიგგარეშე არჩევნები, ხვალ შუალედური არჩევნებია და არსად კანდიდატი არ ჰყავთ”- დავითულიანი ოპოზიციაზე

„რა რიგგარეშე არჩევნები, ხვალ შუალედური არჩევნებია და არსად კანდიდატი არ ჰყავთ,”- ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი, ბექა დავითულიანი  ოპოზიციის ნაწილის განცხადებას, რომლის თანახმადაც, რიგგარეშე არჩევნებს იმ შემთხვევაში მოითხოვენ, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს.

„რა რიგგარეშე არჩევნები, ხვალ შუალედური არჩევნებია და არსად კანდიდატი არ ჰყავთ. რომელი რიგგარეშე არჩევნები ამ სიტუაციაში ან რისთვის? ოპოზიციასაც კი რაიმე პრაგმატიზმი თუ აქვს, რიგგარეშე არჩევნები თავისთვის არაფერში სჭირდება, უარეს შედეგს მიიღებს, ვიდრე დღესაა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მსგავსი თემები