„ამდენმა ადამიანმა იმიტომ მომცა ხმა, რომ რემბი ვარ და სადმე იარაღით შევვარდები?!“ – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი მის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს არ ეთანხმება და აცხადებს, რომ ის იმ პირობას ასრულებს, რაც ამომრჩევლებს მისცა. მისი თქმით, არავისთვის მიუცია პირობა, რომ რემბო გახდებოდა და იარაღით სადმე შევარდებოდა.

„ჩემზე ამბობენ, რომ ხაბეიშვილმა თქვაო „სპაიდერმენი“ ვარო, ფიზიკურად შევვარდებიო და გამოვიხსნიო მიხეილ სააკაშვილს. ხაბეიშვილმა თქვა, რომ გააკეთებს ყველაფერს და მათ შორის, მზად არის, ფიზიკურად იბრძოლოს იმისთვის, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი იყოს თავისუფალი. თქვენ გგონიათ რომ ამდენმა ადამიანმა იმიტომ მომცა ხმა, რომ რემბო ვარ? რემბოს ფორმას გადავიცმევდი და რაღაცას ისეთს ვაპირებდი, რომ იარაღით შევვარდებოდი სადმე და რამეს გავაკეთებდი? ჩემი მთავარი დაპირება იყო ის, რასაც ვასრულებ. პარტია იზრდება და სწორად მივდივართ. ჩემი მთავარი დაპირება იყო, რომ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ნომერ პირველი თემა იქნებოდა მიხეილ სააკაშვილის საკითხი და ეს ასეა“ – აცხადებს ხაბეიშვილი.

 

მსგავსი თემები