უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 44 მოქალაქე დაიბრუნა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, მათ შორის 2 ადამიანი სამოქალაქო პირია.
“სახლში ჩვენი 44 ადამიანის დაბრუნება მოვახერხეთ. მათ შორის – 36 რიგითი და სერჟანტი, 6 ოფიცერი. ისინი არიან სამხედროები, მესაზღვრეები, ეროვნული გვარდიელები, მეზღვაურები. ეს ადამიანები მარიუპოლს, “აზოვსტალს”, ხერსონის ოლქს იცავდნენ, აღმოსავლეთში ებრძოდნენ მტერს. ასევე ორი სამოქალაქო პირი გავათავისუფლეთ”, – აცხადებს ერმაკი.
გათავისუფლებულებს შორის დაჭრილებიც არიან.