„აუცილებელია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ იშლება და ალბათ ეს პროცესი აუცილებლად გაგრძელდება. მისი თქმით ეს პარტია 2024 წელს უნდა დასრულდეს.

„ყურადღება გასამახვილებელია იმაზე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, მეორე ძალად პოლიტიკურ სისტემაში დარჩება ფორმალური „ნაცმოძრაობა“ თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური ძალა, თუ ნებისმიერი სხვა პარტია, რომელიც რეალობაში იქნება „ნაცმოძრაობა“. „ნაცმოძრაობა“ არის კოლექტიური ფენომენი და მასში შედის „ლელო“, გახარიას პარტია, ვაშაძის პარტია, ჯაფარიძე, ხოშტარია. ისინი არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. ამიტომ მთავარია არა მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება, როგორც პოლიტიკური ძალის, არამედ აუცილებელია კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ განეიტრალება და აქეთ უნდა იყოს საზოგადოების ძალისხმევა მიმართული“, – განაცხადა კობახიძემ მედიასთან.

 

მსგავსი თემები