„საჭიროა დარწმუნებული ვიყოთ სჭირდება თუ არა ეს პრეპარატი პაციენტს“ – ექიმი აქონდროპლაზიის პრეპარატზე

„არის ბავშვების კონტინგენტი, რომლებსაც ეს წამალი [ვოსორიტიდი], რომც იყოს დღესვე, არ ესადაგება მათ საჭიროებებს და ამ ბავშვების პრობლემები ამით არ ამოიწურება”, – აღნიშნულის შესაქებ, ექიმმა-გენეტიკოსმა ლალი მარგველაშვილმა განაცხადა, რომლის კომენტარსაც ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გენეტიკოსის თქმით, მნიშვნელოვანია შეიქმნას სრულფასოვანი გაიდლაინი, რომელიც განსაზღვრავს, რომელ ასაკში რა მკურნალობა და რა მასშტაბის ჩარევა სჭირდება პაციენტს.

“იმისათვის, რომ ნებისმიერი პრეპარატი, რომელიმე ქვეყანაში დაინიშნოს და ამ პრეპარატმა სარგებელი მოუტანოს პირველ რიგში პაციენტს და მერე იმ საზოგადოებას, რომელიც გაიღებს რესუსრსს ამ პრეპარატის შესაძენად, საჭიროა დარწმუნებული ვიყოთ სჭირდება თუ არა ეს პრეპარატი პაციენტს. დღეს განხილული იყო გზები, რომელი კონტინგენტი ექიმების, საერთაშორისო ექსპერტები იყოს ამაში ჩართული, იმისათვის რომ, პაციენტისათვის მივაღწიოთ მაქსიმალურად კეთილსაიმედო გამოსავალს.

ჩვენ სამინისტრომ გვთხოვა, რომ გაიდლაინი შეიქმნას მაქსიმალურად სწრაფად და ეს პროცესი დამთავრდეს ზაფხულის ბოლოსთვის, გაიდლაინის შექმნის, რომელიც უნდა იყოს სრულფასოვანი და  მოიცავდეს წამალს კი არა, ყველა იმ საჭიროებას, რომელიც გარდა წამლისა ამ ბავშვებს დღესდღეობით აქვს”, – განაცხადა ლალი მარგველაშვილმა.

მსგავსი თემები