„წამალი უმეტესზე არ მოქმედებს, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ბავშვი შეფასდეს“ – ენდოკრინოლოგი

ენდოკრინოლოგ ნინო ხელაძის განცხადებით, არც ერთი ქვეყნის პროტოკოლში, პრეპარატი „ვოსორიტიდი“, როგორც აუცილებელი მკურნალობის მეთოდი, მითითებული არ არის. აღნიშნული განცხადება ხელაძემ ლუგარის ლაბორატორიაში, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

გაიდლაინზე დაჩქარებულ რეჟიმში ვმუშაობთ და ვთვლით, რომ პირველ ივნისამდე იქნება დრაფტი, რომელიც შემდგომ განიხილება და დამტკიცდება. ამ გაიდლაინზე მუშაობს სხვადასხვა სპეციალისტი, ბევრი ექიმი. წამალი უმეტესზე არ მოქმედებს, ამიტომ აუცილებელია, რომ ყველა ბავშვი შეფასდეს და თუ მათ აქვს სხვადასხვა გართულებები, რომელთაც სჭირდებათ ან რეაბილიტაცია, ან ყელ-ყურის მხრივ ჩარევა, ან რაიმე ოპერაციული ჩარევა, ეს რაც შეიძლება დროულად უნდა იყოს შეთავაზებული და რაც შეიძლება კვალიფიციურად“ – აღნიშნა ხელაძემ.

მისი თქმით, პრეპარატის გამოყენების შემდეგ რისკები არსებობს.

“რა თქმა უნდა, რისკები არის, თუმცა ამ რისკებს ჩვენ ყველას გავეცანით. ეს რისკები მართვადია და ჩვენ, ექიმები მზად ვართ, რომ თუ პრეპარატს შეიძენენ ვმართოთ პაციენტები ისე, როგორც აუცილებელია და როგორც მართავენ იმ ქვეყნებში, რომელშიც ამ პრეპარატებს იყენებენ. მზად ვარ გავუწიო რეკომენდაცია და პაციენტებს დავეხმარო მკურნალობის დაწყებაში“, – განაცხადა ნინო ხელაძემ.

 

მსგავსი თემები