კვიპროსზე რუსეთის კულტურის ცენტრის შენობა იწვის

კვიპროსის დედაქალაქში რუსეთის მეცნიერებისა და კულტურის ცენტრის შენობას ხანძარი გაუჩნდა. როგორც რუსული მედია იტყობინება, თვითმხილველების თქმით, შენობას მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს.

სახანძრო სამსახურის წარმომადგენლის ანდრეას კეტისის თქმით, ცენტრის შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდიანრეობდა.

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურები,  პოლიცია და სასწრაფო დახმარების მანქანა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე უცნობია.

მსგავსი თემები