მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია გონების კარგვის ეპიზოდთან დაკავშირებით, პალატაში დამონტაჟებული კამერების ჩანაწერების გამოქვეყნებას ითხოვს.
,,მე ვფიქრობ, რომ უნდა გამოქვეყნდეს კამერის ჩანაწერი და ყველაფერი ნათელი გახდება ყველასთვის. სამკითხაო არაფერი აღარ იქნება” – ამბობს გიული ალასანია.
ცნობისთვის, შაბათს გიული ალასანიამ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ორჯერ დაკარგა გონება. მისი თქმით, მომხდარს თავადაც შეესწრო.