,,საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას”- ლევან იოსელიანი კასიანოვს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს ანდრიი კასიანოვს შეხვდა.
სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგის პროცესს. ისაუბრეს ასევე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
მათივე ცნობით, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მსგავსი თემები