,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ არ გამოიყენოს ატომური ენერგიის ობიექტები შანტაჟისთვის” – ზელენსკი

,,ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ არ გამოიყენოს ატომური ენერგიის ობიექტები უკრაინისა და მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნობილის კატასტროფის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით აცხადებს.

მისი თქმით, გასულ წელს ოკუპანტმა არა მხოლოდ ატომური სადგური, არამედ მთელი მსოფლიო კვლავ რისკის ქვეშ დააყენეს.

,,37 წლის წინ ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ უზარმაზარი კვალი დატოვა მთელ მსოფლიოში. რადიაციის გაჟონვამ ერთ დროს მყუდრო და განვითარებული ტერიტორია აკრძალულ ზონად აქცია. დღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ 30 კილომეტრიანი ზონა სახიფათო ადგილად რჩება რადიაციის მაღალი კონცენტრაციით…

უკრაინამ და მსოფლიომ დიდი ფასი გადაიხადეს სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად, რაც დღემდე გრძელდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ტერორისტულმა სახელმწიფომ არ გამოიყენოს ატომური ენერგიის ობიექტები უკრაინისა და მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები