131 ეროვნული გვარდიელი, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ, რუსების ტყვეობაში არიან – რადას დეპუტატი

უკრაინის სახალხო დეპუტატის, ოლჰა ვასილევსკას ინფორმაციით, 131 უკრაინელი ჯარისკაცი, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს იცავდნენ, ამჟამად რუსების ტყვეობაში არიან.

მისი თქმით, რუსეთი იყენებს ატომურ ელექტროსადგურებს, როგორც ხიდს უკრაინის ჯარების შეკავებისა და კაცობრიობის შემდგომი დაშინების მიზნით, რაც არღვევს ბირთვული უსაფრთხოების ყველა სტანდარტს.

,,131 ეროვნული გვარდიელი, რომლებიც ჩერნობილის სადგურს იცავდნენ 2022 წლის 24 თებერვალს, მტრის ტყვეობაშია. უკვე მეორე წელია, ისინი თავისუფლებით, ჯამრთელობისა და სიცოცხლით იხდიან”, – განაცხადა სახალხო დეპუტატმა.

მსგავსი თემები