სუდანში დაპირისპირებული მხარეები დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

სუდანში დაპირისპირებული მხარეები დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება ორშაბათს გვიან ღამით ამოქმედდა.

აღნიშნული შეთანხმება 15 აპრილს დაწყებული ბრძოლების შეჩერების მეოთხე მცდელობაა, წინა ზავები დაცული არ იყო.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების 72-საათიანი პაუზა შეთანხმებულია არმიასა და გასამხედროებულ სწრაფი რეაგირების ძალებს (RSF) შორის.

ცნობისთვის, საომარი მოქმედებების შედეგად სულ მცირე 400 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები