აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები კანცელარიასთან დღესაც შეიკრიბებიან

შეკრების დრო და ადგილი უცვლელია. აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები და მათი მხარდამჭერები დღესაც 19:00 საათზე შეიკრიბებიან და რუსთაველის გამზირზე მსვლელობა-მარშს გამართავენ.

მოთხოვნა უცვლელია – „წამალი ბავშვებს“. მშობლები მათი შვილებისთვის, სახელმწიფოსგან  პრეპარატის შემოტანას ითხოვენ. სახელმწიფო კი აცხადებს, რომ პრეპარატს არაერთი გართულება და გვერდითი მოვლენა ახასიათებს, რის გამოც, ამ ეტაპისთვის, მისი შემოტანისგან თავს იკავებს.

 

მსგავსი თემები