„გაიშხლართა მთლიანად“ – გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა გონება ორჯერ დაკარგა

  “მიხეილ სააკაშვილმა პალატაში გონება ორჯერ დაკარგა. საქართველოს მესამე პრეზიდენტს გულის წასვლის ეპიზოდი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით გაუმეორდა” – აცხადებს გიული ალასანია. „ორჯერ დაკარგა გონება ადამიანმა დღეს. შემოვიდნენ მერე ბადრაგები, ამსიმაღლე ადამიანია, აიყვანეს, დავაწვინეთ. შემდეგ კიდევ გამეორდა მეორედ. მე ვიყავი იქ, ვიდექი, ექთანიც იდგა. მოვასწარი და თავი დავუჭირე. გაიშხლართა მთლიანად, გაშავდა და დიდხანს იყო ასე უგონოდ. გაუკეთეს გადასხმა, ცუდად იყო ძალიან. მძიმე მეტალებია მის ორგანიზმში” – აცხადებს ალასანია.