ძლიერი აფეთქება რუსეთის ქალაქ ბელგოროდში

  ძლიერი აფეთქება რუსეთის ქალაქ ბელგოროდში – ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე 20 მეტრის რადიუსის კრატერი გაჩნდა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელგოროდის თავზე რუსული თვითმფრინავის Su-34-ის “საავიაციო საბრძოლო მასალის არანორმალური დაშვება მოხდა”. „2023 წლის 20 აპრილს, მოსკოვის დროით 22:15 საათზე, ქალაქ ბელგოროდის თავზე საჰაერო კოსმოსური ძალების სუ-34 თვითმფრინავის ფრენისას მოხდა საავიაციო საბრძოლო მასალის არანორმალური დაშვება. შედეგად, დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები. მსხვერპლი არ არის“, – აცხადებენ შსს-ში. ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, ორი ადამიანი დაშავდა.