„ატრიუმში“ სამართალდამცველები შევიდნენ

  ბიზნესცენტრ „ატრიუმში“ სამართალდამცველები არიან შესულები. აღნიშნულ ინფორმაციას “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელი  ლაშა ფარულავა ავრცელებს. საქმე ე.წ. ქოლცენტრებს უკავშირდება. როგორც ფარულავა განმარტავს,  მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ბიზნესცენტრში ე.წ. ქოლცენტრები იყო განთავსებული, თუმცა ადმინისტრაციისგან ვერანაირი ინფორმაცია მიიღო. აღნიშნულის შემდეგ კი მან სამართალდამცველებს გადასცა ინფორმაცია. „გვქონდა ინფორმაცია, რომ ბიზნეს ცენტრ “ატრიუმში” იყო, სავარაუდოდ, განთავსებული ე.წ. ქოლცენტრები. მთელი ღამის განმავლობაში აქ იყო მოძრაობები და ადგილობრივი მოქალაქეები გვეუბნებოდნენ, რომ დავინტერესებულიყავით. მოვედით და ადმინისტრაციასთან გვქონდა კომუნიკაცია ძალიან ცივილური, რომ მოეცათ ინფორმაცია, რა ტიპის კომპანიები ოპერირებენ ადგილზე. ცხადია, მათ არ მოგვაწოდეს და ჩვენ პოლიციას ჩვენი ვარაუდი გავუზიარეთ. შემდეგ … ვრცლად „ატრიუმში“ სამართალდამცველები შევიდნენ