,,მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ” – ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე

  “ვივამედის” კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისი თქმით ,ბოლო პერიოდში ამ კუთხით განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში არ ყოფილა. ,,ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური, განსაკუთრებული ცვლილება დინამიკაში ამ ბოლო პერიოდში არ მომხდარა. პაციენტი იმყოფება ძირითადად მაინც სიმპტომურ მკურნალობაზე, ჩვენი შეთავაზებული მკურნალობა, თუნდაც ცილოვანი დანამატები და ა.შ. ნაკლებად სრულდება,”- განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ. მისივე თქმით, სააკაშვილს განმეორებით ჩაუტარეს კვლევა მძიმე მეტალებთან დაკავშირებით, რომელიც გაიგზავნა გერმანიის ერთ-ერთ ლაბორატორიაში. კვლევის თანხმად, მეტალების შემცველობა სისხლში  ნორმის ქვემოთ არის. ,,ჩვენ ყოველთვის ვაწარმოებთ კვლევის შედეგების მონიტორინგს პაციენტის დაავადების მიმდინარეობის დროს, ამ კონკრეტულ შემთხვევაშიც, ყოველთვის ხდებოდა … ვრცლად ,,მეტალების შემცველობა სისხლში არის ნორმის ქვემოთ” – ზურაბ ჩხაიძე მიხეილ სააკაშვილზე