ბათუმის კალათბურთელთა ნაკრები საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია

კალათბურთში, ქ.ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი ქ.ოდესის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შეჯიბრება წრიული სისტემით 2007–2008წწ დაბადებულთა შორის გაიმართა და სამი დღის განმავლობაში პირველობისთვის ოდესის, მინსკის, კიევისა და ბათუმის ოთხი ნაკრები გუნდი იბრძოდა.

როგორც „მედიაცენტრ მთავარს“ ბათუმის სასპორტო სკოლიდან აცნობეს, ბათუმის სასპორტო სკოლის ნაკრებმა გუნდმა, სამი შეხვედრიდან სამივე მოგებით დაასრულა და 9 ქულით ჩემპიონის ტიტული დაისაკუთრა.

„მეორე საპრიზო ადგილი კიევის წარმომადგენლებს ერგოთ, ხოლო მესამე საპრიზო ადგილს მინსკელი კალათბურთელები დასჯერდნენ. ვალდიმერ ლიტვაკის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ტრადიციულია და მაში სასპორტო სკოლის ნაკრები გუნდი წელს მესამედ ასპარეზობდა“ – აცხადებენ ბათუმის სასპორტო სკოლაში.

მსგავსი თემები