„კახა კალაძე დაპირებებს თანმიმდევრულად ასრულებს“ – არჩილ თალაკვაძე

საპარლამენტი უმრავლესობის წარმომადგენელი არჩილ თალაკვაძე თბილისის მერის, კახა კალაძის დაპირებების შესრულების ჩამონათვალს აკეთებს და აცხადებს, რომ ყველაფერი თანმიმდევრულად მიდის.

„კახა კალაძე მოქალაქეების ჩართულობით და მათთან ერთად, თანმიმდევრულად ასრულებს იმ დაპირებებს, რომელიც წინასაარჩევნოდ გასცა.

მის საარჩევნო კამპანიაში სხვებთან ერთად, მეც მივიღე მონაწილეობა და მეამაყება, რომ საზოგადოების არჩევანს თბილისის მერი ამართლებს. საკუთრების დაკანონება ოჯახებისთვის, რომელიც დიდი ხანია ელოდებიან საკითხის გადაწყვეტას; ბინათმშენებლობის ამხანაგობებით დაზარალებულთა კომპენსაცია; მეორადი საშუალებების უსაფრთხო განთავსება და სატრანსპორტო საკითხების დარეგულირება – დღევანდელი სხდომა კიდევ ერთი მაგალითია, რომ ყველა მნიშვნელოვან მიმართულებას მერიის გუნდი სათანადო ყურადღებას უთმობს. წინ უფრო მეტი საქმეა!“ – აცხადებს თალაკვაძე.

Eka Gulua

მსგავსი თემები