ტატარსკის მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა დაგეგმეს – რუსეთის ანტიტერორისტული კომიტეტი

  რუსეთის ეროვნული ანტი-ტერორისტული კომიტეტის განცხადებით, სამხედრო კორესპონდენტის ვლადლენ თათარსკის მკვლელობა უკრაინის სპეცსამსახურებმა ალექსეი ნავალნის მხარდამჭერების მონაწილეობით დაგეგმეს. კომიტეტის მტკიცებით, ტატარსკის მკვლელობის საქმეზე დაკავებული დარია ტრეპოვა ალექსეი ნავალნის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო. „2 აპრილს სანქტ-პეტერბურგში ცნობილი ჟურნალისტის ვლადლენ თატარსკის წინააღმდეგ ჩადენილი ტერორისტული აქტი დაგეგმილი იყო უკრაინის სპეცსამსახურების მიერ ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული ფონდის ნავალნის თანამშრომელი პირების აგენტების მონაწილეობით. აქტიური მხარდამჭერია დაკავებული დარია ტრეპოვა“, – ნათქვამია ანგარიშში.