შიშველი მამაკაცი სასტუმროს გადაწვაშია ბრალდებული

მამაკაცი, რომელიც სასტუმრო „ამბასადორის“ აივანზე შიშველი „პოზირებდა,“ დაკავებულია. ის სასტუმროში ხანძრის გაჩენაშია ბრალდებული. მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ის ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

შეგახსენებთ, რომ 5 ვარსკვლავიან  სასტუმროში ხანძარი გუშინ გაჩნდა. დაიწვა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართული. მამაკაცი, რომელსაც სასტუმროს ხალათი ეცვა და შიშველი აივანზე „პოზირებდა“, საქართველოს მოქალაქეა და სასტუმროში ცხოვრობდა. რა იყო მისი მოტივი, ამ დროისთვის უცნობია.

დაკავებული მამაკაცი სასტუმროში 3 დღე ცხოვრობდა. პირველადი ინფორმაციით, ხანძარი მისი ნომრიდან დაიწყო.

სასტუმრო „ამბასადორის“ დაწვის ფაქტზე 28 წლისმამაკაცი დააკავეს

მსგავსი თემები