„კეთილი ინებეთ და ბავშვები უკრაინაში დააბრუნეთ“ – პროკურორი

ჰააგის პროკურორი რუსეთს მოუწოდებს, ბავშვები უკრაინაში დააბრუნოს. როგორც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი კარიმ ხანი აცხადებს, დეპორტირებული უკრაინელი ბავშვები უკრაინა უნდა დაბრუნდნენ.

„იქნებ, კეთილი ინებოთ ბავშვები უკრაინაში დააბრუნოთ, რაც შეიძლება სწრაფად. პირდაპირ უკრაინაში ან მესამე ქვეყნის გავლით, მაგრამ მიეცით ბავშვებს სახლში დაბრუნების საშუალება”, – განაცხადა პროკურორმა.

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, როგორც პროკურორმა აღნიშნა, უკრაინიდან ბავშვების გაყვანასთან დაკავშირებით გამოძიება აქტიურად გრძელდება.

 

მსგავსი თემები