დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ზედამხედველობას სახალხო დამცველი გაუწევს

7-8 მარტის აქციაზე, რომელიც საქართველოს პარლამენტის მიმდებარედ გაიმართა, დაკავებულ ახალგაზრდას საქმეში სახალხო დამცველი ერთვება. როგორც ლევან იოსელიანი აცხადებს, ომბუდსმენის აპარატი ზედამხედველობის ნაწილში იქნება პროცესის მონაწილე.

“სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს”, – აცხადებს იოსელიანი.

დაკავებული 21 წლის ახალგაზრდა უკვე მოინახულა ომბუდსმენის წარმომადგენელმა.

მას ბრალად ედება აქციების მიმდინარეობისას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფა და სახელმწიფო ქონების განადგურება. კერძოდ, პოლიციელებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა და პოლიციის მანქანის დაწვა.

მსგავსი თემები