სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვაში მიემგზავრება

3 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვას ეწვევა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიეტუვის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.

„საქართველოსა და ლიეტუვის პრეზიდენტები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრის შემდეგ მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრეზიდენტი ანტაკალნისის სასაფლაოზე ლიეტუვის რესპუბლიკის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ლიეტუვის ოკუპაციისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის მუზეუმს დაათვალიერებს.

საქართველოს პრეზიდენტი და ლიეტუვის რესპუბლიკის პირველი ლედი იძულებით გადაადგილებული პირებისათვის უკრაინის ომის პერიოდში გახსნილ უკრაინულ ცენტრს ეწვევიან და უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდებიან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

მსგავსი თემები