,,წნევა მქონდა 140-100-ზეო, რა გითხრათ, კარგი არაფერია”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილსი დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ექიმები ექსპრეზიდენტის ორგანიზმში მძიმე მეტალების არსებობას უარყოფენ და დეტოქსიკაციასაც არ უკეთებენ.

,,წნევა მქონდა 140-100-ზეო. რა გითხრათ, კარგი არაფერია. რაღაც მედიკამენტებს აძლევენ. მთავარი რაც არის მისი პრობლემა, ეს მძიმე მეტალები, რაც არის მის ორგანიზმში, ამას ექიმები უარყოფენ და აქედან გამომდინარე აზრის დაკარგულია,”- განაცხადა გიული ალასანიამ.

მსგავსი თემები