უკრაინელი სპორტსმენები მონაწილეობას არ მიიღებენ შეჯიბრებში, სადაც რუსები და ბელარუსები იქნებიან

უკრაინელი სპორტსმენები აღარ მიიღებენ მონაწილეობას შეჯიბრებებში, სადაც რუსები და ბელორუსები არიან წარმოდგენილი. როგორც მინისტრთა კაბინეტის წევრმა, ოლეგ ნემჩინოვმა განაცხადა, ასეთი გადაწყვეტილება მთავრობამ მიიღო.

მიღებული გადაწყვეტილება ყველა კონკურსზე ვრცელდება, მათ შორის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირებზე, ასევე უშუალოდ 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე.

“მთავრობის სხდომაზე გუტცეიტის წინადადებით მიიღეს საპროტოკოლო გადაწყვეტილება, რომ 2024 წლის ოლიმპიადის შესარჩევ შეჯიბრებებში მონაწილეობა მივიღოთ მხოლოდ იქ, სადაც რუსები არ არიან.” – განაცხადა ნემჩინოვმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილება ჯერ მთავრობის ვებგვერდზე არ გამოქვეყნებულა, ამიტომ უცნობია თუ როგორ იმუშავებს ის.

მსგავსი თემები