თათია სამხარაძემ შალვა რამიშვილისა და ნათია ბერიძის მხრიდან სავარაუდო ადევნების დანაშაულზე შსს-ს მიმართა

სოციალური სამართლიანობის ცენტრმა შსს-ს მიმართა და მოითხოვა გამოძიების დაწყება, თათია სამხარაძის მიმართ ტელეკომპანია ,,პოსტვ“-ის დამფუძნებლის შალვა რამიშვილისა და მისი თანამშრომლის მხრიდან ჩადენილ სავარაუდო ადევნების დანაშაულთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ორგანიზაცია ავრცელებს.

შსს-ში განცხადების დატოვების შემდეგ, სამხარაძემ საქართელოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა.

,,უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, რომელიც დღეს დილას პარლამენტში გამოდიოდა თავისი სიტყვით და როგორც ჩვენ დავინახეთ, ქალი პრეზიდენტიც იმყოფებოდა უზარმაზარი წნეხის ქვეშ, მათ შორის, იმ გამოსარჩლების გამოც, რომელიც მან გააკეთა თავისი ბრიფინგის სახით, როდესაც მე მას ვთხოვე დახმარება.

მოტივი იყო ცალსახად შურისძიება იმ ქალზე, რომელმაც გაბედა  და ხმა ამოიღო. იმედი მაქვს, რომ შსს გამოიძიებს საქმეს ყველანაირი პოლიტიკური კომპონენტის გარეშე და საქმე იქნება გამოძიებული სამართლიანად და არ იქნება გამოძიება ტენდეციური, – განაცხადა სამახარაძემ.

მსგავსი თემები