ლაზარე გრიგორიადისს პატიმრობა შეეფარდა

ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მას პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ფაქტებზე ედება ბრალად.

დაცვის მხარე მის მიმართ 10 000 ლარის ოდენობით გირაოს გამოყენებას მოითხოვდა. პროკურატურა კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას.

გამოძიების ინფორმაციით,  ლაზარე გრიგორიადისიმ 7 მარტის აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი წაუკიდა პოლიციის ავტომანქანას.

პროცესის პარალელურად, საქალაქო სასამართლოს ეზოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. განაჩენის გამოცხადებას ხმაური მოჰყვა.

მსგავსი თემები