2 ოქრო და 2 ბრინჯაო ბათუმს

ორო ოქრო და ორი ბრინჯაო – ასეთია ბათუმის სასპორტო სკოლის სპორტსმენების შედეგი გიორგი რიჟამაძის სახელობის რეიტინგულ ტურნირზე, რომელსაც ქ.რუსთავი ორი დღის განმავლობაში მასპინძლობდა.

ტურნირის გამარჯვებულები წყვილთა შორის, კატეგორია – ორი ცეკვა, მოზარდები: ლუკა სურმანიძე და ირინოლა გოგიჩაიშვილი გახდნენ. მორიგი ოქრო, იგივე წყვილმა კატეგორიაში – ერთი ცეკვა მოზარდებში დაისაკუთრა.

ასევე, წყვილთა შორის დიდების კატეგორიაში ბრინჯაოს მედალი მაქსიმ კარანაოხვსა და ქრისტინე მალაყმაძეს ერგო.

კატეგორია – სოლო ორი ცეკვა (2009–2013წ) შარლოტე ჰანენბერგი მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა, ხოლო კატეგორია – სოლო ორი ცეკვა (2005–2008წ) ანამარია დევდარიანი მეოთხე ადგლის დასჯერდა.

მსგავსი თემები