აშშ საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთის ფედერაცია დატოვონ

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ მოქალაქეებს მიმართავს და მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ რუსეთის ტერიტორია.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ჯაშუშობისთვის დაკავებულ ა Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის  საქმესაც ეხება და რუსეთში მის დაკავებას შემაშფოთებელს უწოდებს.

„ღრმად ვართ შეშფოთებულები რუსეთში აშშ-ის მოქალაქის, ჟურნალისტის დაკავებით. კონტაქტზე ვიმყოფებით Wall Street Journal-თან. დაუყოვნებლივ ვითხოვთ წვდომას საკონსულოსთან და ვცდილობთ, უზრუნველვყოთ ყველა საჭირო დახმარება. მკაცრად ვგმობთ კრემლის მცდელობას ჟურნალისტებისა და სამოქალაქო საზოგადოების დაშინების, რეპრესიებისა და დასჯის შესახებ. ჩვენ ვიმეორებთ ჩვენს გაფრთხილებებს რუსეთის ფედერაციაში აშშ-ის მოქალაქეებისთვის საფრთხის არსებობასთან დაკავშირებით. აშშ-ის მოქალაქეებმა, რომლებიც ცხოვრობენ ან მოგზაურობენ რუსეთში, დაუყოვნებლივ უნდა დატოვონ ქვეყანა“ – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.

მსგავსი თემები